ხუთშაბათი, 25.04.2024,

მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
                                                        
საიტის მენიუ



 

 ასტრო ამბები


 მზემ ერთ კვირაში 4 კომეტა ააორთქლა

 null ამაზე მოწმობენ მზის კოსმოსური ობსერვატორიიდან(SOHO,Solar and Heliospheric Observatory) მიღებული მონაცემები. პირველი ე.წ. ”მზის მკაწრავი” კომეტები აღმოჩენილ იქნენ მზეზე თანამგზავრებით დაკვირვებების დაწყების თანავე. თანამედროვე წარმოდგენებით ამ კომეტათა 90% კრეიცის სახელით ცნობილ ოჯახს მიეკუთვნება. კრეიცის კომეტა დაახლოებით 2000 წლის წინ დაიშალა, სწორედ ეს ნაწილები არიან ”მზის მკაწრავი” კომეტები. ყოველ დღე ასეთი კომეტები მზეს უახლოვდებიან და ორთქლდებიან, თუმცა მათი უმრავლესობა პატარაა და ძნელად დასანახი. SOHO-მ თავისი 13 წლიანი დაკვირვებების შედეგად 1,5 ათსამდე მზესთან მიახლოებული კომეტა დააფიქსირა.

 

 ”ნორმალური”  ეგზოპლანეტა

 null ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს პლანეტა სხვა ვარსკვლავთან, რომელიც ახლოს დგას პარამეტრებით მზის სისტემის პლანეტებთან. ეგზოპლანეტა მნათობიდან შორს მდებარეობს და თითქმის წრიულ ორბიტაზე მოძრაობს.

 აქამდე აღმოჩენილი თითქმის ყველა პლანეტა, მათი რიცხვი კი 400 მდეა, წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ ”ცხელ იუპიტერებს”, მდებარეობენ ძალიან ახლოს ვარსკვლავთან,ათჯერ ახლოს ვიდრე მერკური მზესთან. ვარსკვლავის გარშემო ბრუნვის დრო დღეებით და საათებითაც კი განისაზღვრება, ხოლო გარე შრეების ტემპერატურა ამის გამო ათასობით გრადუსის ტოლია.

 ციური სხეული, რომლსაც corot-9b შეარქვეს, რეგულარულად გადის თავისი მზის ზომის ვარსკვლავის წინ და ჩვენგან 1,5 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული. რადიუსი იუპიტერისაზე ცოტა დიდი აქვს, მასა კი 84% ხსენებული მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის მასისა. ასტრონომები აღნიშნავენ, რომ ზედაპირზე ტემპერატურა 107 გრადუსიდან 156 გრადუსებს შორის მერყეობს.

 მეცნიერთა ვარაუდით ეს პლანეტა ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება, შეიცავს სხვა ელემენტებსაც , მათ შორის მაღალი წნევისა და ტემპერატურის ქვეშ მყოფ მთის ქანებს და წყალს, რომელთა საერთო მასა 20 დედამიწისას უტოლდება. Corot-9b მიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის 95 დღის განმავლობაში ერთჯერ გაივლის თავისი ვარსკვლავის წინ.

 

 ასტეროიდები ტერმინატორივით იქცევიან

 null მაცნიერებმა დაასკვვნეს, რომ ასტეროიდებთან ბრძოლა მათი აფეთქებით შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს.

 მიღებული მონაცემებით, თუ აფეთქება არასაკმარისი იქნება, მაშინ ასტეროიდის ნაწილები ისევ ერთ ადგილზე შეგროვდებიან  რამოდენიმე საათის მერე, გრავიტაციული ძალების მოქმედებით, როგორც რობოტი ფილმიდან ტერმინატორი.

 

 ვარსკვლავების ახალი კლასი

 null ცვლადი ვარსკვლავები პირველად 1638 წელს აღმოაჩინეს. მაშინ ასტრონომებმა თვალებს არ დაუჯერეს, რადგან ეგონათ, რომ ვარსკვლავის ნათება მუდმივი სიდიდეა. მოგვიანებით ასეთი ბევრი ობიექტი აღმოაჩინეს, ფოტოზე ერთ ერთი მათგანია- V838 ნომრით(ნასას ფოტო).

  ჰარვარდის ობსერვატორიაში ნახევარ მილიონზე მეტი შუშის ფოტოფირფიტები ინახება, სადაც აღბეჭდილია ვარსკვლავებიანი ცა 1880 დან 1980 წლამდე. კომპიუტერში შეყვანისა და შედარების შემდეგ სურათებზე აღმოაჩინეს 3 ვარსკვლავი, რომელთა სიკაშკაშე თითქმის ორჯერ იცვლებოდა, ანუ 200%-ით, 10 დან 100 წლის პერიოდით.

 შედარებისათვის ჩვენი მზე, თავისი 11 წლიანი ციკლის განმავლობაში სულ რაღაც 0,1%-ით იცვლის სიკაშკაშეს. ასე რომ არ იყოს, სიცოცხლე ასეთი ფორმით დედამიწაზე ვერ იარსებებდა. სპექტრულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ვარსკვლავები ცოტა უფრო მსუბუქია და ცივი მზესთან შედარებით, თუმცა უფრო ასაკიანი. ქიმიური შემადგენლობაც თითქმის ერთნაირია.

 ასეთი ექსტრემალური ქცევა შეუძლებელია აიხსნას ვარსკვლავების ევოლუციის არსებული მოდელებით, ამიტომ შეიძლება საქმე გვქონდეს ახალი ტიპის ვარსკვლავებთან. ზოგიერთი ასტრონომი თვლის, რომ სამი ობიექტის აღმოჩენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ არსებობს სხვა კლასი. შეიძლება ეს იყოს ვარსკვლავის პერიოდული დაბნელება მტვრის ნისლეულების მიერ, ან ორმაგ სისტემებში ერთი ვარსკვლავის მიერ მეორის დაბნელება. ასე რომ კვლევა ჯერ არ დასრულებულა.

 

 ახალი აღმოჩენა ასტეროიდებთნ დაკავშირებით

 ავტომატური კოსმოსური ზონდი "ჰაიაბუსა"(იაპონია, JAXA) ასტეროიდ იტოკავაზე. კაცობრიობა არ არის განებივრებული შორეულ კოსმოსურ ობიექტებზე უშუალო დაკვირვებებით, თუმცა დისტანციურ კვლევებსაც მოაქვს თავისი შედეგი.

 ასტეროიდების უმრავლესობა წარმოადგებს ქვების ნამტვრევებისა და ფქვილივით წვრილი მტვრის მასების კონგლომერატს. მათში 50% სიცარიელეს უკავია და არც მყარი ბირთვი არის. უმცირესი გრავიტაცია და ხშირად წარმოსახვითი ღერძის გარშემო სწრაფი ტრიალი შემადგენელი ნაწილების ერთად შეკვრას უნდა უშლიდეს ხელს, თუმცა ეს ასე არ ხდება.

 როგორც აღმოჩნდა პატარა ასტეროიდებში, ასეული მეტრიდან  კილომეტრზე ცოტა მეტი ზომით, ევოლუციაზე მთავარ მოქმედ ძალას წარმოადგენს ვანდერ ვაალსის ეფექტი. სუსტი მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების ძალა. ამის საშუალებით დადიან ბუზები თუ ობობები ჭერზე, აგრეთვე ხვლიკები. ვერც გრავიტაცია, ვერც ელექტრო სტატიკური თუ ხახუნის ძალა ვერ იძლევა ეფექტს,როგორსაც ეს მოლეკულებსშორისი ურთიერთქმედება. 

null ვანდერ ვაალსის ძალა ერთმანეთთან ახლოს მდებარე ზედაპირებს შორის ფართობის პროპორციულია, გრავიტაცია კი სხეულების მასის. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო პატარაა ობიექტი და მისი შემადგენელი ნაწილებიც უწვრილესადაა დანაწევრებული, მით უფრო ძლიერია მოლეკულებს შორის "მიწებების" ძალაც. თუ ასტეროიდი ამასთან ერთად სწრაფად ტრიალებს, ადვილად იშორებს და გარეთ გამოტყორცნის ლოდებს, რომლებიც დიდი ზომების გამო ამ მოლეკულურ მიწებების ძალებში ვერ მონაწილეობენ. როგორც ჩანს ეს ძალები მოქმედებენ პლანეტარულ მტვრის რგოლების წარმოშობაშიც( ).



 ყინული მთვარეზე

null ინდური თანამგზავრი ”ჩანდრაიან 1”, რომელიც მთვარის ორბიტაზე იმყოფება, აღმოაჩინა 40-ზე მეტი კრატერი ყინულით ფსკერზე. ეს გაყინული წყალი მთვარეზე კომეტებთან შეჯახებით მოხვდა. კრატერები 2 დან 15 კმ-მდე დიამეტრისაა, ხოლო ყინული 2 მეტრი სისქის. მთლიანობაში წყლის რაოდენობა ხსენებულ კრატერებში 600 მლნ. ტონამდე შიძლება იყოს. ტემპერატურა -245, რადგან მზის სხივები აქ ვერასოდეს აღწევს.

 ორიონის ნისლეული

null შავი ფერის ნისლეული არა მარტო შთანთქავს სინათლეს, არამედ აირეკლავს კიდეც ახლომდებარე ახალი ვარსკვლავების კაშკაშა შუქს. ნისლეულს ვხედავთ ისეთს, როგორიც იყო 1600 წლის წინ. ანუ ამდენი დრო ჭირდება სინათლის სხივს, რომ ჩვენამდე მოაღწიოს(1600 სინათ.წელი). სურათზე ორიონის ნისლეულის მილეკულური გაზის მასივის ნაწილია ნაჩვენები, ცენტრში ამრეკლავი ნისლეული M78-ით(M-მესეს კატალოგი).

 პანორამული გუმბათი

null 

 null

 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეხლახან დააყენეს პანორამული ხედვის გუმბათი, რომელიც სადგურის ქვედა ნაწილზე მდებარეობს და დედამიწას დაჰყურებს. მონტაჟის დროს საჭირო გახდა ღია კოსმოსში გასვლა.პირველ სურათზე ფანჯრები დაკეტილია, მომდევნო, შიგნიდან გადაღებულზე კი ღიაა.

 ყვალაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა

 ეგზოპლანეტა 6-ჯერ დიდია. უფრო ახლოსაა თავის ვარსკვლავთან ვიდრე მზესთან. ასტრონომთა გამოთვლით მისი ასაკი 35 მლნ წელია. აქამდე ეს ადგილი 100  მლნ წლის პლანეტას ეკავა.


 endeavour

 შატლი ენდევორი დაბრუნდა კენედის სახელობის კოსმოდრომზე ფლორიდაში. კიდევ ოთხი შატლი გაფრინდება კოსმოსში, ხოლო შემდეგ ნასა გამოიყენებს რუსულ რაკეტებს, კოსმონავტების საერთაშორისო სადგურ "ვარსკვლავზე" გადასაყვანად.

 აინშტაინის ”ოთხმაგი ლინზა”                                                                                                                                                                            

  

  ახსნა: გალაქტიკების უმრავლესობა ერთბირთვიანია – ნუთუ ამ გაკაქტიკას ოთხი აქვს? პასუხი უცნაურია: გალაქტიკის ბირთვი აქ არც კი ჩანს. სურათი სამყურას ფოთოლს გავს, ეს შორეული გაოთხმაგებული გამოსახულებაა. ასეთი სანახაობა კვაზარსა და დედამიწას შორის არსებულმა მასიურმა გალაქტიკამ მოგვცა,ამ ეფექტს გრავიტაციული ლინზირება(ეფექტის არსებობა აინშტაინმა იწინასწარმეტყველა) ჰქვია.გამოსახულების სიკაშკაშე და ფორმა დროთა განმავლობაში იცვლება,რადგან ლინზა გალაქტიკა თვითონ შედგება ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთ გროვებისაგან,რომელთაც თავის მხრივ აქვთ სინათლის მაფოკუსირებელი ძლიერი მიზიდულობის ძალა.

null

გალაქტიკა მოქმედებს როგორც ჩვეულებრივი მინის ლინზა.




 მზის კოსმოსური ობსერვატორია


null null                                                                                                                                                                                                                                                                                                       მზის "დუღილი"

  ნასამ რაკეტამატარებელ Atlas-5-ით კოსმოსში გაუშვა უახლესი მზის ობსერვატორია(Solar Dynamics Observatory)იგი 3 ტონას იწონის, მზის ბატარეების სიგრძე 6,5 მეტრია. აპარატი შეისწავლის მზის ზედაპირზე მოქმედ მაგნიტურ ველებს,აქვს მულტიმედიური და ულტრა იისფერ სპექტრზე მომუშავე კამერა. ობსერვატორია საშუალებას მისცემს მეცნიერებს იწინასწარმეტყველონ მზეზე მიმდინარე პროცესები და მინიმუმამდე დაიყვანონ მაგნიტური ქარიშხლების მიერ დედამიწისთვის მიყენებული ზარალი. ზედაპირიდან ამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკებისაგან შემდგარი პლაზმა მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე,მწყობრიდან გამოჰყავს საკომუნიკაციო თანამგზავრები და ელექტრო მოწყობილობა დედამიწის ზედაპირზეცკი.SDO 5 წელი იმუშავებს და მზის 11 წლიანი ციკლის ნახევარს შეისწავლის. 

 ეს ამოფრქვევა მზეზე წელს მოხდა და სულ 14 წთ გრძელდებოდა. სურათზე მარცხნივ ამოფრქვეულ პლაზმაში(დამუხტული ელემენტრული ნაწილაკების ნაკადი) ამდენიმე დედამიწის ზომის ობიექტი ჩაეტევა. მზეზე მეორე კოსმოსური სიჩქარე(სიჩქარე რომელიც საჭიროა პლანეტის ან ვარსკვლავის გრავიტაციის დასაძლევად და კოსმოსში გასაფრენად(დადამიწაზე 11 კმ/წმ) 600 კმ/წმ-მდეა, ამიტომ ბოლომდე გაურკვეველია რა ძალა ანიჭებთ ამ ნაწილაკებს აჩქარებას მზის მიზიდულობის ძალის დასაძლევად. ხსენებული ნაწილაკები იწვევენ დედამიწის ატმოსფეროში პოლარულ ნათებას(ციალი), თანამგზავრების დაზიანებას, კანადაში ელექტროგადამცემი სადგურიც კი დაზიანდა(პოლუსებთან ნაწილაკები უფრო ადვილად ხვდებიან ატმოსფეროში). მაგნიტური ქარიშხალი მოქმედებს ადამიანების განწყობასა და ჯანმრთელობაზეც.


  ანდრომედა

  null  ანდრომედა ოპტიკურ                                                                   სითბურ დიაპაზონებში

 M31(მესეს კატალოგით), ანდრომედას იგანტური გალაქტიკ, ჩვენგან 2.5 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ს ყველაზე შორეული ობიექტია, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეიძლება. მისი ზომა 200 ათასი სინათლის წელია. ვალით ჩანს როგორც თეთრი ლაქა, ეს სურათი ტელესკოპითაა გადაღებული.


 კასინი სატურნის რგოლების სისტემის სიბრტყეს კვეთს

 null  სატურნი,  მისი რგოლები და ორი თანამგზავრი(სულ მათი რაოდენობა 45-ზე მეტია). ეხლა პლანეტაზე თანაბარდღეობაა(ამ დროს რგოლების სიბრტყე მზის პარალელურია) და რგოლები დედამიწიდან მცირე სისქის გამო ძნელი  შესამჩნევია, მიუხედავად 273 000 კმ დიამეტრისა. 2005 წელს გადაღებულ სურათზე მათი ჩრდილი ჩრდილოეთ პოლუსისკენ მოჩანს.
 პოლარული ნათება სატურნზე.
 
 
 უცნაურად თანაბარი ზედაპირი სატურნის თნამგზავრ კალიპსოზე


  როგორც ჩანს ეს თნამგზავრი ერთ ადგილზე შეგროვილი პატარა ყინულებისა და მთის ქანების გროვაა, ასეთი მოძრავი ზედაპირი ადვილად ავსებს კრატერებს და უსწორმასწორო ზედაპირს. ამას ემატება სატურნის რგოლებიდან როგორც თოვლის ფიფქები კალიპსოს ზედაპირზე ყინულის ნაწილაკების ცვენა. ის გაყინული ნაწილაკების E-დ  წოდებულ  რგოლში ბრუნავს სატურნის გარშემო.

 ----------------------------------------------------------------------------------------------------------------
Copyright MyCorp © 2024






 

ტყვიის კუბო

კოსტარიკულ ქვის სფეროებს იუნესკო დაიცავს

მალტას საიდუმლო

ატლანტიდა

არსებობდნენ თუ არა გოლიათები

2012

ბავშვური შეკითხვები

 

 

შესვლის ფორმა
 
ძებნა