მზის კოსმოსური ობსერვატორია
ნასამ რაკეტამატარებელ Atlas-5-ით კოსმოსში გაუშვა უახლესი მზის ობსერვატორია(Solar Dynamics Observatory)იგი 3 ტონას იწონის, მზის ბატარეების სიგრძე 6,5 მეტრია. აპარატი შეისწავლის მზის ზედაპირზე მოქმედ მაგნიტურ ველებს,აქვს მულტიმედიური და ულტრა იისფერ სპექტრზე მომუშავე კამერა. ობსერვატორია საშუალებას მისცემს მეცნიერებს იწინასწარმეტყველონ მზეზე მიმდინარე პროცესები და მინიმუმამდე დაიყვანონ მაგნიტური ქარიშხლების მიერ დედამიწისთვის მიყენებული ზარალი. ზედაპირიდან ამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკებისაგან შემდგარი პლაზმა მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე,მწყობრიდან გამოჰყავს საკომუნიკაციო თანამგზავრები და ელექტრო მოწყობილობა დედამიწის ზედაპირზეცკი.SDO 5 წელი იმუშავებს და მზის 11 წლიანი ციკლის ნახევარს შეისწავლის.