ადრე ეგონათ, რომ ბუზებს ჭერზე დასაჯდომად ფეხებზე არსებული უმცირესი ძაფები ეხმარებოდათ, რომლებითაც ისინი ჭერის ზედაპირის უსწორმასწორობებს ეჭიდებოდნენ. ძლიერი მიკროსკოპების გამოგონების შემდეგ, რომლებიც გამოსახულებას ათასჯერ ადიდებენ გაირკვა, რომ ფეხის ბოლოებზე ბუზებს აქვთ სპეციალური ჯირკვლები, საიდანაც დაჯდომის მომენტში წებოვანი წვეთები გამოიყოფა.