ხუთშაბათი, 25.04.2024,

მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
                                                        
საიტის მენიუ



 

 მზე
 
საიტი გადავიდა ქართულ სერვერზე - astronet.ge

  მზე



 მთლიანი მზის გამოსახულება 7.02.11 მზე, მთვარე და ს.კ.ს. 5.01.11

 ანალემა 2010. 1.01.11

  მზის გიგანტური პროტუბერანცი 7.12.10 ზემძლავრი ანთება მზეზე 11.11.10

 სპიკულები 2.11.10  მზიური ურჩხული 18.10.10

 თანაბარდღეობა და რკინის მზე 23.09.10  მზის ლაქები გაქრება? 16.09.10

 მზის ახალი ტელესკოპი 27.08.10  მზის სისტემის ზუსტი ასაკი 23.08.10

 ანომალური მინიმუმი 19.08.10  გააქტიურებული მზე 7.08.10

 მზის სრული დაბნელება 14.07.10   კონუსური ჩრდილი 4.08.10


 

 მზის ყველა ფერი 02.07.10   მზე მაქსიმალურად აქტიურდება 10.06.10

 ცისფერი მზე 17.05.10    მზე და კომეტები 12.06.10

 მზის შავი ძაფები 23.05.10




 


 მზე-ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი. მზემდე მანძილი ასტრონომიული მასშტაბებით ძალიან ცოტაა- სულ 8 წუთი ჭირდება სინათლეს ამ მანძილის დასაფარავად.

 მზე - ე.წ. ყვითელი ჯუჯაა. ის ვარსკვლავია, რომლის მახლობლადაც არიან პლანეტები, ისინი შეიცავენ ბევრ მძიმე ელემენტებს. ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი სხვა ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებების მერე ჩამოყალიბდა, ამასთან ერთად შეიქმნა მზის პლანეტების სისტემაც, ამათგან მესამეზე კი გაჩნდა სიცოცხლე.

 

 5 მილიარდი წელი, ეს ჩვენი მზის ასაკია. მის გარშემო ბრუნავს დედამიწა. საშუალო მანძილი მზემდე 149,6 მილიონი კილომეტრია ანუ 1 ასტრონომიული ერთეული. მზე ჩვენი პლანეტარული სისტემის ცენტრია, რომელიც აგრეთვე პლანეტების, მათი თანამგზავრების, ათასეულობით ასტეროიდების, კომეტების, მცირე პლანეტების,მეტეორების, პლანეტათ შორისი მტვრის და გაზისაგან შედგება.

 მზე არის ვარსკვლავი, რომელიც საკმაოდ ერთგვაროვნად ანათებს მილიონობით წელია, ამას ადასტურებენ ცისფერ-მწვანე წყალმცენარეების ნარჩენების გამოკვლევები. მისი ზედაპირის ტემპერატურა 10%-ითაც რომ შეცვლილიყო, ალბათ დედამიწაზე სიცოცხლე დაიღუპებოდა. ჩვენი მნათობი თანაბრად და წყნარად ასხივებ ენერგიას, რომელიც ასე საჭიროა სიცოცხლის არსებობისათვის.

 null

 მზის ზომები საკმაოდ დიდია. რადიუსი 109-ჯერ, ხოლო მასა 300 000 მეტია დედამიწისაზე. საშუალო სიმკვრივე კი სულ რაღაც 1,4-ით მეტია წყლის სიმკვრივეზე. მზის ეკვატორული და პოლარული ნაწილები არა ერთნაირი სიჩქარეებით მოძრაობენ ღერძის გარშემო. ეკვატორზე 25 დღე-ღამიანი პერიოდით, 40 გრადუსიან განედზე 27, ხოლო პოლუსებზე 30 დღე-ღამე. ეს იმის გამო ხდება, რომ მზე მყარი სხეული არაა, არამედ გავარვარებული გაზის სფერო. 70% წყალბადისა და 30% ჰელიუმისაგან შემდგარი გიგანტური სფერო. მზის მიერ გამოსხივებული მთლიანი ენერგია L = 3,86∙10 ხარისხად  26 ვატის ტოლია, ანუ 6,5 კილოვატ ენერგიას ასხივებს მისი ყოველი კვადრატული სანტიმეტრი. დედამიწა ამ ენერგიის მხოლოდ 1/2 მემილიარდედ ნაწილს ღებულობს.

  მზის ზედაპირი და ამოფრქვეული პროტუბერანცი.

  უახლესი კოსმოსური აპარატი SDO-თი გადაღებული ვიდეო(აჩქარებული კადრები).

 მზის გვირგვინის ძალიან მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის მანძილზე ამოუხსნელ გამოცანად რჩებოდა. თუ ფოტოსფეროს(ზედაპირი რომელსაც ჩვენ ვხედავთ)ტემპერატურა 6000 გრადუსია, როგორ შეიძლება ზედაპირიდან უფრო მაღლა მყოფი გვირგვინის ტემპერატურა მილიონი გრადუსი იყოს?! მზის სიღრმეებში წარმოქმნილი აკუსტიკური ტალღები (კოსმოსის ხმები) , რომლებიც გამოწვეული არიან მიკროანთებებისაგან(ზედაპირზე დაფიქსირებული მძლავრი ანთებებისაგან განსხვავებით) და მოძრაობენ 20 კმ/წმ სიჩქარით, აღმოჩნდნენ ამ ანომალიის გამომწვევი მიზეზი. 

 

 ალვენის განივი ტალღები, რომელთაც ენერგია ფაქტიურად დანაკარგის გარეშე გადააქვთ მზის გვირგვინში და აცხელებენ
მას მილიონ გრადუსამდე, როცა ხილული ზედაპირის ტემპერატურა 6000 გრადუსია.

  სურათზე ნათელ ადგილებში, მაგნიტობგერული ბუნების ტალღებს ამოაქვთ ენერგია და სინათლის სხივის სიჩქარემდე აჩქარებული ელემენტარული ნაწილაკები.
  

Copyright MyCorp © 2024






 

ტყვიის კუბო

კოსტარიკულ ქვის სფეროებს იუნესკო დაიცავს

მალტას საიდუმლო

ატლანტიდა

არსებობდნენ თუ არა გოლიათები

2012

ბავშვური შეკითხვები

 

 

შესვლის ფორმა
 
ძებნა